მაიკო კაჭკაჭიშვილს ბინა აჩუქეს

მაიკო კაჭკაჭიშვილს ბინა აჩუქესარაერთი ცნობილი ჰიტის ავტორს მაიკო კაჭკაჭიშვილს ბინა აჩუქეს. სამოთახიანი ბინა რემონტით მას ერთ-ერთმა სამშენებელო კომპანიამ გადასცა.
მაიკო კაჭკაჭიშვილმა კლუბ “ოტიუმში” საავტორო საღამო მოაწყო, სადაც ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა იმღერეს. ნოდიკო ტატიშვილმა, რატი დურგლიშვილმა, ვერიკო ტურაშვილმა, ქრისტინე მარტიაშვილმა, ლელა წურწუმიამ, კახა კუხიანიძემ, ანრი ჯოხაძემ, მარიკა თხელიძემ, აჩიკო მეფარიძემ, სალომე ბაკურაძემ, ნინო ჩხეიძემ, ნინი ბადურაშვილმა, დათუნა მგელაძემ მაიკოს სიმღერები შეასრულეს.
კონცერტის მსვლელობისას კომპოზიტორი საღამოს წამყვანმა მსახიობმა გიორგი გასვიანმა სცენაზე მიიწვია და მას სიურპრიზის შესახებ აცნობა.
– შოკი მაქვს! – განაცხადა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომელმაც ცხოვრებაში პირველად მიიღო საჩუქარი, რადგან, მისი თქმით, არასდროს არაფერი მოუგია და არასდროს ასეთი ძვირფასი საჩუქარი არ მიუღია.
კლუბში შეკრებილმა მსმენელმა და მომღერლებმა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეს საჩუქარი ხანგრძლივი ოვაციებით და ტაშით მიულოცეს.