ირაკლი მაქაცარიამ უკრაინელ ქალთან რომანი დაასრულა – “ჩემი სურვილია, ქართველი ცოლი მყავდეს”

ირაკლი მაქაცარიამ უკრაინელ ქალთან რომანი დაასრულა - "ჩემი სურვილია, ქართველი ცოლი მყავდეს"ქართულ ტელესივრცეში სექსუალური მამაკაცი გამოჩნდა – 32 წლის ირაკლი მაქაცარია, რომელიც პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობს და პარტნიორად საუკთესო მოცეკვავე ჰყავს – სალომე ჭაჭუა. პარალელურად გადაცემა “პრაიმ შოუს” თანაწამყვანიცაა. თავის ცხოვრებაზე ის ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.
– როცა გაიგეთ, რომ სალომე ჭაჭუა უნდა ყოფილიყო თქვენი პარტნიორი, რა რეაქცია გქონდათ?
– გამიხარდა, რადგან ძლიერი მეწყვილე ერთი დიდი პლუსია. ასეთ შემთხვევაში ცეკვის ხარისხიც მაღალია. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა. სალომე ჭაჭუას გვერდით ცეკვა რთულია, დიდი შანსია, რომ დაგჩრდილოს. ის იმდენად სცენურია, ეფექტურია და ისეთი ენერგია მოაქვს, ამის დაბალანსება არაპროფესიონალი მოცეკვავისთვის ძნელია. ორჯერ მეტი შრომაა საჭირო, რომ არ თქვან, მხოლოდ სალომე ცეკვავსო. მას ვთხოვე, მარტივი ცეკვები არ აგვერჩია, რადგან მინდა, მოტივაცია მქონდეს.
– მეწყვილეებს ხშირად უყვარდებათ ერთმანეთი. თქვენ შორისაც ხომ არ გაიელვა ნაპერწკალმა?
– ასეთი რამ ნებისმიერ გარემოში ხდება, მაგრამ ამაზე საუბარი ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურად უადგილოა. სალომესთან ვმეგობრობ.
– ქართველი საზოგადოებისთვის ახალი სახე ხართ, უკრაინაში კი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ. მოგვიყევით, როდის და რატომ წახვედით ამ ქვეყანაში.
– 2015 წელს წავედი რეალითი შოუსთვის “ხალასტიაკი”. ოთხი თვე გადაბმულადდავრჩი იქ. უკრაინაში ხშირად მიწევს ჩასვლა, რადგან ჩემი მთავარი საქმიანობა, კინოპროდიუსერობა, იქ დავიწყე. პირველი ინდური პროექტი – ფილმი, ჩემმა კომპანიამ გადაიღო უკრაინაში.
ირაკლი მაქაცარიამ უკრაინელ ქალთან რომანი დაასრულა - "ჩემი სურვილია, ქართველი ცოლი მყავდეს"– ხშირად უსვამენ ხაზს თქვენს გარეგნობას, უნაკლოც კი შეგარქვეს.
– გიორგი ბახუტაშვილმა შემარქვა ეს მეტსახელი და ძალიან აიტაცეს. ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მეც ბევრი მინუსი მაქვს.
– როგორი ქალი გახდებოდა თქვენი რჩეული?
– ნებისმიერი გოგონა შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი სიმპათიის სამიზნე. როგორც კი ვიწყებთ ჩვენს თავში იდეალების თუ გარკვეული სტანდარტების დაწესებას, იქვე ვუშვებთ შეცდომას.
თუ გვინდა, უსულო საგანი შევიძინოთ ან სახლში რემონტს ვაკეთებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი დიზაინის რაღაც გვჭირდება, მაგრამ ცოცხალ არსებაზე როცა არის საუბარი, მისი ასეთ ჭრილში განხილვა მიუღებელია.
ჩემთვის მთავარია, ადამიანი კეთილი იყოს. ფიზიკურად იდეალური რომ იყოს, ასევე ძალიან ნიჭიერი, თუ კეთილი არ არის, ჩემთვის ნულია. როცა თინეიჯერი ვიყავი, მაშინ რომ ეს კითხვა დაგესვათ, შეიძლებოდა მეპასუხა, შავგვრემანი, მოდელის გარეგნობის გოგოები მომწონს-მეთქი, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ვიზუალი არ არის ის, რაც ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელია ადამიანის შეფასებისას.
– სიყვარული გამოგიცდიათ?
– ორჯერ მქონდა ძლიერი გრძნობა. ბოლო ურთიერთობაზე ვერ ვიტყვი, რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ იყო ძლიერი სიმპათია და მქონდა სურვილი, რომ ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაგვეყვანა, მაგრამ არ გამოვიდა.
– თუ საიდუმლო არ არის, ვინ იყო ის გოგონა?
– ის უკრაინელი გოგონაა, რომელიც უკრაინულ პროექტში ავირჩიე. ეს ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
– ვისი ინიციატივით?
– ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული ვიყავით, ჩვენი დაშორების შესახებ ერთად მივაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას, რადგან ამ თემის მიმართ უკრაინაში დღემდე დიდი ინტერესია, მან რატომღაც გადაწყვიტა, საბანი თავის მხარეს გადაექაჩა, მსხვერპლის როლში გამოსულიყო და ამის შესახებ პირველმა მან დაწერა. ყველაფერი ტრაგიზმისკენ წაიყვანა. ალბათ ხალხის მხარდაჭერა უნდოდა.
– ამ გოგონასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები გქონდათ?
– თუ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, ის არ შეიძლება არასერიოზულ კონტექსტში განიხილო.
– დაქორწინებას ვგულისხმობდი.
– იმ ეტაპზე დაოჯახებას არ განვიხილავდით. არ მინდა, ოჯახი შევქმნა და მერე დამენგრეს. სანამ ორივე არ დავრწმუნდებით, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად სიარული გვინდა, მანამდე ჰაერზე ვერ ვისვრი ამ სიტყვებს.
– ზოგადად ქართველ ქალებზე რა აზრის ხართ?
– საქართველოში ბევრი ღირსეული, ლამაზი, ნიჭიერი მანდილოსანი გვყავს. ჩემი სურვილია, ქართველი ცოლი მყავდეს, მაგრამ შეიძლება ხვალ სხვა ეროვნების გოგო გავიცნო და ისეთი გრძნობები გამიჩნდეს, მასთან შევქმნა ოჯახი
– ათლეტური აღნაგობა გაქვთ. ალბათ ბევრი იშრომეთ, რომ ამ შედეგისთვის მიგეღწიათ.
– სანამ “ცეკვავენ ვარსკვლავები” დაიწყებოდა, კვირაში, მინიმუმი, 5 დღე ვვარჯიშობდი. ახლა კვირაში ერთი დღე თუ ვახერხებ ვარჯიშს. ჩემი ძირითადი ვარჯიში არის ფიტნესი, ასევე ვცურავ და მიყვარს ბილიარდის თამაში.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”