ბასილაშვილი: “ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო”

ბასილაშვილი: "ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო"– ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო, – წერს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფეისბუქზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს გამარჯვებას ულოცავს და გულშემატკივარს მადლობას უხდის.

– პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო რაფას დღევანდელი გამარჯვება და მომავალ თამაშებში წარმატებები ვუსურვო. ის ნამდვილად იმსახურებს ROLAND-GARROS-ის მე-10 ტიტულს.

დღეს რთული შეხვედრა მქონდა. ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა დიდი იყო, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ამის მიღწევა შემეძლო. რაფას თამაშის სტილმა არ მომცა შანსი, მეთამაშა ჩემი თამაში. ამ შეხვედრამ კარგად დამანახა, რაზე მაქვს გაცილებით მეტი სამუშაო, რომ განვვითარდე. მე აუცილებლად მჭირდება ასეთი მატჩები ასეთ ტურნირებზე. ეს ანგარიში არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ სამომავლოდ დიდ მოტივაციას მაძლევს.

ასეთი შანსები, როგორიც რაფასთან როლანდ გაროსის ცენტრალურ კორტზე თამაშია, არ მოდის ადვილად. მე ეს გამოვიმუშავე და მაჩვენებს, რომ სწორი განვითარებით მივდივარ. ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ROLAND-GARROS-ზე რაფაელ ნადალსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის შეხვედრა 2 მაისს გაიმართა. ესპანელმა ჩოგბურთელმა 6:0; 6:1; 6:0 მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის საუკეთესო 32 ჩოგბურთელს შორის მოხვდა. საფრანგეთის ღია პირველობის წინა ეტაპებზე მან ვიქტორ ტროიცკი (35) და ჟილ სიმონი (31) დაამარცხა. ROLAND-GARROS-ის დაწყებამდე ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 63-ე პოზიციას იკავებდა.