ანა ხელაძე, რომელიც თბილისში ყელგამოჭრილი იპოვეს – რას წერენ გოგონას შესახებ

ანა ხელაძე, რომელიც თბილისში ყელგამოჭრილი იპოვეს - რას წერენ გოგონას შესახებთბილისში, უზნაძის ქუჩაზე, 19 წლის ანა ხელაძე ყელგამოჭრილი იპოვეს.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ფოთში დააკავა. 19 წლის ახალგაზრდა ქალის ანა ხელაძის მკვლელობას, მის 21 წლის ბიძაშვილს ედავებიან, რომელიც გოგონასთან ერთად ცხოვრობდა.

ამ შემზარავი ამბით შეძრწუნებული არიან ანას მეგობრები და ახლობლები. მისი ერთ-ერთი კურსელი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ანას ძალიან პოზიტიურად ახასიათებს.

ანა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

“ეს გოგო ჩემი კურსელი იყო, 19 წლის ანა ხელაძე, რომელიც სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს.

გავრცელებული ვერსიით დაკავებულია მისი ბიძაშვილი, თუმცა ზუსტად არაფერი არ არის ცნობილი, არც დამნაშავე და არც მიზეზი, რომელიც შეუძლებელია არსებობდეს, რადგან ანა საოცრად პოზიტიური და საყვარელი გოგონა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს არ ვიცნობდი დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოპატის გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა. არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია მსგავსი ტრაგედია მოხდეს.

არ მინდა დავიჯერო, რომ ამდენად დაუცველები ვართ და ამდენად უძლურები, რომ არ შეგვიძლია ვიხსნათ ადამიანები, რომლებიც სიკვდილს არ იმსახურებენ.

შეძრული ვარ და კიდევ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გააკეთებენ დამნაშავის დასასჯელად და მუდამ დაბრმავებული არ ივლის სამართალი, მაგრამ ამით შეწყვეტილ სიცოცხლეს არაფერი ეშველება”.

ნიუპოსტი