შსს: წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტში არ გავრცელდება

შსს: წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტში არ გავრცელდებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ახდენენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ტექნიკა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაღვერის ტყეში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. არჯევანიძის ტყეში 6 000 მ2 ტერიტორია იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი წაღვერის ტერიტორიაზე შერეული ტიპის ტყეს გაუჩნდა.

იმედინიუსი