„ წაართვით, მოკლავენ ასე“ – ბათუმის პლაჟზე მყოფ ჩვილზე უამრავი ადამიანი ღელავს

„ წაართვით, მოკლავენ ასე“ - ბათუმის პლაჟზე მყოფ ჩვილზე უამრავი ადამიანი ღელავსსოციალური ქსელის „აღშფოთებას“ ბევრი არაფერი სჭირდება. ერთი პროვოკაციული ფოტოც საკმარისია მღელვარების მოსაწყობად. თუმცა არის შემთხვევები, როცა აღშფოთება სამართლიანია და მასზე ყურადღღების გამახვილებაც ღირს.
ფეისბუქში ახლახან გავრცელდა ბათუმის პლაჟზე გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეფიცხება მზეს მამა ჩვილ ბავშვთან ერთად.

– ეს მაქსიმუმ 3 თვის ბავშვი, ჯერ სახით ჰყავდა მზისკენ მიტრიალებული 2 საატთთ, ესე ეძინა. ეხლა ამოატრიალა, გული მიკვდება ..“ – ასეთ მინაწერს უკეთებს ფოტოს მისი ავტორი, რომლის თქმით, მზის აბაზანები შუადღის 4-5  საათისთვის მიმდინარეობდა. ბუნებრივია, პაპანაქება სიცხეში მწოლიარე ჩვილის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩებოდა.
ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება და უამრავი აღშფოთებული კომენტარი მოჰყვა.

„ წაართვით, მოკლავენ ასე“,
არ იცის და ვერც ხვდება, რომ ჩვილს არ აქვს თუნდაც ბავშვის მსგავსი თერმორეგულაცია. არ მოუკვდეთ კაცო გადახურებისგან”
“გადავირიე დამიბნელდა თვალებში“
“ეს ხეპრე ვერაფერს ხვდება?” – ასეთი შინაარსის კომენტარები მრავლად ერთვის ფოტოს.

როცა ბავშვს საფრთხე ემუქრება, მხოლოდ ემოციებით ვერაფერს ვუშველით. გვინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება მზეზე ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით.

რამდენად უქმნის საფრთხეს ჩვილს მზის აბაზანები პლაჟზე, რა ასაკიდან არის დაშვებული პატარებისთვის ნამზეურის მიღება და რეალურად, მართლაც იმყოფება თუ არა ფოტოზე ასახული ფატარა  საფრთხის ქვეშ. ამის შესახებ მოსაზრების გამოთქმა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს ვთხოვეთ:

– ბუნებრივია, წლამდე ბავშვის მზეზე, პლაჟზე გაყვანა არ არის რეკომენდებული , თუმცა აკრძალულიც არ არის. თუ ვაპირებთ ზღვაზე ბავშთან ერთად გასვლას, ჯობია, ჩვენი პედიატრი საქმის კურსში ჩავაყენოთ. ამ ასაკის ბავშვის კანი არის ძალიან თხელი, ძალიან ნაზი და ქოლგის ქვეშაც კი შესაძლოა დაგვეწვას. ამიტომ უმჯობესია, თერთმეტის ნახევრიდან 6 საათამდე ამ ასაკის ბავშვი მზეზე არ გავიყვანოთ. მზის აბაზანების მიღება უნდა მოხდეს ძალიან ადრე და ძალიან გვიან. ჩვენ, არა თუ წლამდე ბავშვებს, სამ წლამდე ბავშებსაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ისინი ქუდით უნდა იყვნენ პლიაჟზე და დამცავი კრემები ესვათ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბარში გუგა ქაშიბაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების შესაძლო რისკებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მსგავსი ფაქტების შემთხვევაში გარდა მზის დამწვრობისა ნაწლავური ინფექციის ძალიან დიდი რისკია. ასე ჩვილმა შეიძლება მიიღოს მზის დაკვრა. შეიძლება მოხდეს მთელი სხეულის გადახურება, რადგან ამ ასაკში ბავშვის თბორეგულაცია ისედაც არ არის დარეგულირებული.