ბარსელონა დი მარიას ტრანსფერს მიუბრუნდა

ბარსელონა დი მარიას ტრანსფერს მიუბრუნდაწლევანდელ ზაფხულს ბარსელონა ძალიან უჭირს ტრანსფერების განხორციელება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბარსელონამ კოუტინიოს ყიდვაზე საბოლოოდ თქვა უარი, ხოლო დემბელეს ტრანსფერი ასევე ძალიან გაჭიანურდა.

კატალონიური გუნდის ახალი სამიზნე პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარიაა, რომელიც თავის დროზე რეალის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბარსელონამ უკვე მიმართა პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით, მაგრამ ჯერჯერობით ფრანგებმა ბარსელონა უარით გაისტუმრეს.

არსებობს შესაძლებლობა იმის, რომ ბარსელონა წელს მხოლოდ პაულინიოს ტრანსფერის ამარა დარჩეს.