ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მარცხი განიცადა

ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მარცხი განიცადანიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში მარცხი განიცადა და ტურნირს გამოეთიშა. ბასილაშვილის მეტოქე 20 წლის ამერიკელი ჯარედ დონალდსონი იყო, რომელიც ნიჭიერ ჩოგბურთელად ითვლება. მატჩი თითქმის სამი საათი გაგრძელდა და დონალდსონმა 4 სეტში მოიგო ანგარიშით 6:0, 4:6, 6:3, 7:6.

მეოთხე სეტში ქართველი ჩოგბურთელი 3:1-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც დონალდსონმა იმარჯვა. ამ წაგების შემდეგ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში სავარაუდოდ უკან დაიწევს.