ზაალ უდუმაშვილმა ალეკო ელისაშვილს 10.000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარება შესთავაზა

ზაალ უდუმაშვილმა ალეკო ელისაშვილს 10.000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარება შესთავაზამერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი სთავაზობს.

საუბარია იმ ფაქტზე, რომ ცესკო-ში რეგისტრაციითვის ერთი კვირის ვადაში ელისაშვილმა 10 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

– დღეს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით ალეკო ელისაშვილი ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში 10.000 ხელმოწერა წარადგინოს.

მე ვაცხადებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში „ქართული ოცნება“. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს მთელი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს. შეგახსენებთ, ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი მიზანია ერთად გავისტუმროთ თბილისიდან ”ქართული ოცნება, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიუპოსტი