ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის ტურნირი მოგებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის ტურნირი მოგებით დაიწყოსაქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსი მოგებით დაიწყო.

პირველ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი 20 წლის ხორვატ ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად ორ სეტში ანგარიშით 6:3; 7:6 დაამარცხა.

1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კრისტიან ჰარისონი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 240-ე ადგილს იკავებს.

ამერიკელ და ქართველ ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა 16 აგვისტოსაა დანიშნული.

იმედინიუსი