“ეს დოკუმენტი არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კონსტიტუციაზე

"ეს დოკუმენტი არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კონსტიტუციაზეპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა.

ანა დოლიძის თქმით, საქართველომ თანხმობის დოკუმენტის შექმნის ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან.

– სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ, – განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, დაადებს თუ არა აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, როდესაც საკონსტიტუციო პროექტს პარლამენტი პრეზიდენტს გადაუგზავნის:

– როგორც კი იქნება შემუშავებული საბოლოო რედაქცია და გადმოიგზავნება პრეზიდენტთან, ბუნებრივია, პრეზიდენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიუპოსტი