ზვიად ზივზივაძე: „მიმართვა ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს, ჩემი სახლის კარი ღიაა ნებისმიერი თქვენთაგანისთვის სრულიად უსასყიდლოდ“

ზვიად ზივზივაძე: „მიმართვა ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს, ჩემი სახლის კარი ღიაა ნებისმიერი თქვენთაგანისთვის სრულიად უსასყიდლოდ“სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ზივზივაძე აქვეყნებს სტატუსს, სადაც ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს ქარიშხალ “ირმას” შესახებ აფრთხილებს და დროებით საცხოვრებლად PA შტაში საკუთარ სახლს სთავაზობს.

– ქარიშხალი Irma არის ერთ ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფლორიდის ისტორიაში. შტატის სამხრეთით გამოცხადებულია სრული ევაკუაცია. წყლის დონე აიწევს 10f ანუ 3 მეტრზე მეტით, გაითიშება ელექტრო ენერგია რამოდენიმე კვირით. მთავრობის მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამაშველო სამსახური ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას.

მე მივმართავ ჩვენ თანამემამულეებს ვინც ცხოვრობს ფლორიდაში. მაქვს სახლი PA შტაში კერძოდ pocono-ში, სადაც შეიძლება განთავსდეს რამოდენიმე ოჯახი 24 ადამიანი ოდენობით. არის სრული საცხოვრებელი პირობები. ჩემი სახლის კარი ღიაა ნებისმიერი თქვენთაგანისთვის სრულიად უსასყიდლოდ.
გთხოვთ ნუ დაელოდებით ბოლო წუთებს და Evacuate, – წერს ზვიად ზივზივაძე.