მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ოთო ხუროძეზეა შეყვარებული?

მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ოთო ხუროძეზეა შეყვარებული?მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოების დიდი ყურადღებით სარგებლობს. მას წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს უცხოეთში. თაკო ყვითელი ჭორების მსხვერპლი იშვიათად ხდება, ერთადერთი რაც მის შესახებ გავრცელდა, თითქოს ბერა ივანიშვილის შეყვარებული გახლდათ, მაგრამ ეს ჭორი თავად ბერამ უარყო.
“რეიტინგს” ანონიმურმა წყარომ ფოტოები მიაწოდა, სადაც თაკო უცნობ მამაკაცთან ერთად არის გადაღებული. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ოთო ხუროძეა. წყაროს ცნობით, თაკოს და ოთოს წლებია ერთმანეთი უყვართ, თუმცა გრძნობების აფიშირებას არ ახდენენ.
ანონიმურმა წყარომ ისიც განგვიცხადა, რომ ნინო ცქიტიშვილს ქალიშვილის რჩეული არ მოსწონს.
ფოტოები, რომლებიც “რეიტინგს” გამოუგზავნეს, თავად ოთო ხუროძის ინსტაგრამზეა გამოაქვეყნებული, თუმცა მას გვერდი დახურული აქვს.

ამბები.გე