რუსეთში კანიბალი ცოლ-ქმარი დააკავეს, რომელთაც 30 ადამიანის მოკვლა და შეჭმა ბრალდება

რუსეთში კანიბალი ცოლ-ქმარი დააკავეს, რომელთაც 30 ადამიანის მოკვლა და შეჭმა ბრალდებარუსეთში, კრასნოდარის მხარეში კანიბალების ოჯახი დააკავეს.

სამართალდამცავებმა მობილური ტელეფონი იპოვეს, რომელშიც მოკლულთა ფოტოები იყო. რამდენიმე ფოტოზე, თავად ცოლ-ქმარი აღმოჩნდა მსხვერპლთან ერთად. სწორედ, ამის შემდეგ მოხდა მათი დაკავება.

რუსული მედიის ცნობით, როგორც თავად დაკავებულები ამბობენ, მათ 30 ადამიანი მოკლეს და შეჭამეს.

მედიის ცნობითვე, როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი 1999 წლიდან იტაცებდა, კლავდა და ჭამდა ადამიანებს.

რუსულ მედიაში ცოლ-ქმრის ფოტოც გავრცელდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ნიუპოსტი