საპატრიარქოს რამდენიმე ათასი ლარის ქონება 1 ლარად გადაეცა – 40.000 ბეტონის ბორდიური, ფილები, ბოძები

საპატრიარქოს რამდენიმე ათასი ლარის ქონება 1 ლარად გადაეცა - 40.000 ბეტონის ბორდიური, ფილები, ბოძებითბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოს რამდენიმე ათასის ქონება გადაეცა.

ქონება სიმბოლურ თანხად, 1 ლარად იქნა გადაცემული და მასში შედის მოსაპირკეთებელი ფილები, დაახლოებით 40 ათასი ცალი ბეტონის ბორდიური, გარეგანათების ბოძები და სხვა ინვენტარი.

საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. პროტესტი გამოხატეს ,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა. ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან საპატრიარქოს ასეთი ქმედება დანაშაულებრივია.

– ხელისუფლება ამ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს, რომ საპატრიარქოს ხარკი უხადოს, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გადაწყვეტილება მოიწონა ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრმა მანუჩარ მაჩაიძემ, რომელიც აცხადებს, ქონების გადაცემა დიდი ზიანის მომტანი არ არის სახელმწიფოსთვის.

– მართლმადიდებელი ერი ვართ, რა მოხდა, ალბათ საჭიროა, ვერავინ დაამტკიცებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ეს არ სჭირდება, – განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ.

ნიუპოსტი