შარტავას ქუჩაზე ნაპოვნი და პროზექტურაში გადასვენებული შსს-ს თანამშრომელი ცოცხალი აღმოჩნდა

შარტავას ქუჩაზე ნაპოვნი და პროზექტურაში გადასვენებული შსს-ს თანამშრომელი ცოცხალი აღმოჩნდამამაკაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს, ნიუპოსტის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია.
მამაკაცი, რომელიც თავდაპირველად გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.

შსს-ს ინფორმაციით, ის საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული, რადგან ექიმებმა გარდაცვალება ვერ დააფიქსირეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა. ის სადარბასზოში მისივე ბინის წინ იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.