“ჩემი ცოლის დაქალებს” ეკლესიის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

"ჩემი ცოლის დაქალებს" ეკლესიის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნვეოყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ავრცელებს საგანგებო განცხადებას და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს მოახდინოს მყისიერი რეაგირება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში ერთ–ერთ სერიალში სამღვდელობასთან დაკავშირებით გასული სცენის გამო:

„სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გვიწევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთ სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ სცენართან დაკავშირებით. ერთ–ერთ ბოლო სერიამ ალბათ საზოგადოებაში დატოვა შენიღბული სახით ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფის განცდა. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთ სენსიტიური თემით მანიპულირება, ტელეკომპანიისა და მისი გდაცემების რეაკლამირებისათვის. მსგავსი მიდგომები ნებსით თუ უნებლიედ ეხება მართლმადიდებელი საზოგადოების ღირებულებებს. მივმართავთ საქართველოს საპატრირაქოს დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ჩვენი პოზიცია არ ეხება კომპანიის სარედქციო პოლიტიკას, ჩვენი ღია წერილის დანიშნულებაა საზოგადოებისა და ტელეკომპანიის ყურადღება შევაჩეროთ იმ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება შეეხოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ღირსებას და ღირებულებებს. მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ოფიციალური წერილით მივმართავთ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სათანადო რეაგირებისათვის ასევე გავაგრძელებთ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგები განსაჯაროვდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ნიუპოსტი