ხელვაჩაურში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა

ხელვაჩაურში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდახელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ajaratv.ge ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე ქვეითი გადადიოდა, რის გამოც მძღოლმა დაამუხრუჭა, ავტომობილი მოცურდა და გადაბრუნდა.

“პირველს” შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.