სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ზივზივაძე აქვეყნებს სტატუსს, სადაც ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს ქარიშხალ “ირმას” შესახებ აფრთხილებს და დროებით საცხოვრებლად PA შტაში საკუთარ სახლს სთავაზობს.
– ქარიშხალი Irma არის ერთ ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფლორიდის ისტორიაში. შტატის სამხრეთით გამოცხადებულია სრული ევაკუაცია. წყლის დონე აიწევს 10f ანუ 3 მეტრზე მეტით, გაითიშება ელექტრო ენერგია რამოდენიმე კვირით. მთავრობის მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამაშველო სამსახური ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას.
მე მივმართავ ჩვენ თანამემამულეებს ვინც ცხოვრობს ფლორიდაში. მაქვს სახლი PA შტაში კერძოდ pocono-ში, სადაც შეიძლება განთავსდეს რამოდენიმე ოჯახი 24 ადამიანი ოდენობით. არის სრული საცხოვრებელი პირობები. ჩემი სახლის კარი ღიაა ნებისმიერი თქვენთაგანისთვის სრულიად უსასყიდლოდ.
გთხოვთ ნუ დაელოდებით ბოლო წუთებს და Evacuate, – წერს ზვიად ზივზივაძე.