ბრაზილიის შტატ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა.
შტატის სახანძრო სამსახურის ცნობით, შემთხვევის დროს სახლში ადამიანები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.
თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.
პირველი