სერხიო რამოსმა პიკეზე ისაუბრა

სერხიო რამოსმა პიკეზე ისაუბრამადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა თავის კოლეგაზე ჟერარ პიკეზე ისაუბრა და თქვა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

პიკეს და რამოსს მოედანზე ხშირად მოსვლიათ კონფლიქტები, მაგრამ ეს ყველაფერი მოედანზევე რჩება და მის გარეთ ეს ორი ფეხბურთელი მეგობრობს.

რამოსის თქმით თამაშის დროს ფეხბურთელებს შორის კამათი ბუნებრივი მოვლენაა. ”პიკე ძლიერი ფეხბურთელია და მას პატივს ვცემ. ნაკრებში ჩვენ ხშირად გვიწევს ერთად თამაში და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. პიკე ჩემი მტერი არასოდეს ყოფილა”– განაცხადა სერხიო რამოსმა.