სირიაში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა

სირიაში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპარუსული საბრძოლო ბომბდამშენი Су-24 სირიის ხმეიმიმის აეროდრომიდან აფრენისას ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს და დაიღუპნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და დაიმტვრა. აეროპორტის მიმდებარე შენობები არ დანგრეულა. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფა საფრენი აპარატის გაუმართაობამ გამოიწვია.

პირველი