ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძეზე – “გგონიათ, არ ვჩხუბობთ?! მე-7 წელია ვსწავლობთ ერთმანეთს…”

ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძეზე - "გგონიათ, არ ვჩხუბობთ?! მე-7 წელია ვსწავლობთ ერთმანეთს..."ხატია სიჭინავამ რამაზ ნოზაძეს დაბადების დღე ასე მიულოცა:

“რა არის ჩემთვის სიყვარული?! ის!! ის არის ჩემთვის სიყვარული!! მასში გაერთიანებულია ყველა ამ და იმქვეყნიური გრძნობა…
გგონიათ, არ ვჩხუბობთ?! სწორად გგონიათ… მე-7 წელია ვსწავლობთ ერთმანეთს და ზუსტად ვიცი, სწორი მიდგომა ბევრად ეფექტურია ვიდრე უაზრო ყიყინი!
რაც არ უნდა ბევრი ვიფიქრო, ვერ გადმოგცემთ, როგორ შედგა ჩვენი ცხოვრება ასე სწორხაზოვნად. მე უფრო ზეციურ ძალებს ვაბრალებ…
ან იქნებ იმიტომ, რომ არ გვშურს და არ გვიხარია სხვების ცუდად ყოფნა…
მე სად მივალ ჩემი ქმრის კეთილ ბუნებასთან…
ზოგჯერ მაღიზიანებს კიდეც მისი უკიდეგანო კაცთმოყვარეობა…

ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძეზე - "გგონიათ, არ ვჩხუბობთ?! მე-7 წელია ვსწავლობთ ერთმანეთს..."არც ზღვარი იცის ადამიანების სიყვარულში და მით უმეტეს არც “ჩინმედლები”.
ბავშვთან ბავშვია და მოხუცთან მოხუცი…
შეუძლია საათობით დადგეს და მოუსმინოს ქუჩაში გამვლელს, მის გულისტკივილზე, სიხარულზე…
სრულიად უცხო ადამიანები ესიყვარულებიან და ეფერებიან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში…
წყინს, მაგრამ მე რომ ვბრაზდები, მეუბნება, არ გეწყინოს, ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს ცხოვრებასო…
მიხვდით ხომ?! შემიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალო მისი ღვთისნიერი ღირსებები…
როგორ შემიძლია საკუთარ თავზე მეტად არ მიყვარდეს??? როცა მან შემქმნა ის, რაც დღეს ვარ!! მის გვერდით გავიზარდე, დავიხვეწე და დავქალდი.
დღეს მისი დაბადების დღე შემოდის.
მსოფლიო ჩემპიონის ადამიანობაში!!!
მე ვისურვებდი, როგორც დღეს გვიყვარს ერთმანეთი, ისე გვიყვარდეს სიცოცხლის ბოლო დღემდე.
და ვუსურვებ, ყველამ კარგად დაინახოს მისი კეთილი გული . თუ ვინმე დარჩა, რომ ვერ ხედავდეს…
მე ვისურვებ, ჩვენს შვილებში განმეორდეს ჩვენი სიყვარული.
გილოცავ!
მიყვარხარ”.

მშობლები.გე