დავით საგანელიძე – “ქუცნაშვილი ცხვირს წაიმტვრევს”

დავით საგანელიძე - "ქუცნაშვილი ცხვირს წაიმტვრევს"„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილს სიტყვების მოზომვა მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს.

აღნიშნული განცხადებით „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში დაპირისპირებას გამოეხმაურა.

საგანელიძემ ქუცნაშვილი გუნდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო გააკრიტიკა.

– მეტი თავშეკავება და გუნდურობა მართებს. გუნდთან შეთანხმება და სიტყვების მოზომა მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტრვიოს, – განაცხადა საგანელიძემ

ზაქარია ქუცნაშვილი გუნდის წევრების კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მან თავისი გულწრფელი საუბრით ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, რადგან მეჭიაური წლების მანძიოლზე ატყუებდა ხალხს, რომ გუნდში ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა და პარლამენტშიც მან მოახვედრა.

პირველი