დეკემბერში ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი გაიხსნება – გარდაცვლილ ადამიანს ვარსკვლავს პირველად გაუხსნიან

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დათო ოქიტაშვილის განცხადებით, დეკემბერში ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი გაიხსნება და ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როცა გარდაცვლილ მსახიობს ვარსკვლავს გაუხსნიან.
“ჩემო ლიკა!!!რთულია უშენობა!!!! უშენოდ მოგვიწევს შენი სახელობის ვარსკვლავის გახსნა,რომლისთვისაც ასე ვემზადებოდით!!! .ძალიან მოგვენატრები” – აცხადებს ოქიტაშვილი.
მანამდე ოქიტაშვილმა განცხადა, რომ 15 დეკემბერს ლიკა ქავჟარაძის საღამო და ვარსკვლავის გახსნა იყო დაგეგმილი, მაგრამ ვიანიდან გარდაცვლილისთვის ვარსკვლავის გახსნა არ ხდება, მხოლოდ საღამო ჩატარდებოდა.
შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მსახიობი და ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.

ნიუპოსტი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018