რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერსმსოფლიოში დღეს No Bra Day აღინიშნება, რომელიც ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლებასა და სკრინინგის აუცილებლობაზე ხასგაზმას ისახავას მიზნად.

დღე ბიუსტჰალტერის გარეშე – ასე შეიძლება ვუწოდოთ აქციას, რომელიც სათავეს 2011 წლიდან იღებს. ამ დღეს, ქალები ბიუსტჰალტერებს სახლში ტოვებენ და მთელ დღეს მის გარეშე ატარებენ

No Bra Day-ს მიზანია, ქალებმა სერიოზულად შეხედონ ძუძუს კიბოს საფრთხეს, ყურადღება მიაქციონ სიმპტომებს და წაახალისონ ქალები , დღეს მაინც ჩაიტარონ შემოწმება.

სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში, ყოველწლიურად, 13 ოქტომბერს ჩატარებული სკრინინგის შემდეგ 5 000-მდე ქალს ძუძს კიბო უდგინდება.

ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს:

ძუძუს ფორმის შეცვლა;

გამონადენი დვრილიდან (განსაკუთრებით სისხლიანი);

მკერდის ფერისა და მისი ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა;

მკერდის კანის დანაოჭება;

ლიმფური კვანძების გადიდება;

ბეჭის ან იღლიის შესიება.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაავადების ადრეულ სტადიებზე ეს ცვლილებები შეიძლება არ შეინიშნებოდეს. იმისთვის, რომ ძუძუს კიბო აღმოაჩინოთ საწყის ეტაპზე და არ მისცეთ მას განვითარების საშუალება, აუცილებელია სახლში ჩაიტაროთ თვითშემოწმება რეგულარულად.

მისი ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუაციული ციკლის ერთსა და იმავე დღეს, მაგალითად: მენსტრუაციის დაწყებიდან მე-5 ან მე-6 დღეს, როდესაც სარძევე ჯირკვალი მოდუნებულ მდგომარეობაშია. მენსტრუაციული ციკლის არარსებობის შემთხვევაში პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად ერთსა და იმავე დღეს. გასინჯვა ხდება სამ მდგომარეობაში:

1. წვებით ზურგზე ზემკლავის მდგომარეობაში;

2. წვებით ზურგზე განმკლავის მდგომარეობაში;

3. ზურგზე მწოლიარე ათავსებთ მკლავს ტანის გასწვრივ.

მოპირდაპირე ხელის თითებით სინჯავთ ჯერ ძუძუს გარეთა ნახევარს – დვრილიდან ძუძუს ზედა გარეთა კვადრატისკენ, ხოლო შემდეგ სინჯავთ ძუძუს შიდა ნახევარს – დვრილიდან მკერდის ძვლის მიმართულებით. ამის შემდგომ ისინჯება იღლიისქვეშა და ლავიწისქვეშა მიდამოები და ძუძუს თავები. საყურადღებოა ნებისმიერი მოცულობითი კვანძის აღმოჩენა, გამონადენი დვრილიდან, ასევე, ძუძუს ტკივილი.

ნიუპოსტი