გოგა ონიანი – ”მოვუწოდებ პროკურატურას, აცადონ მოსამართლეს მუშაობა, ნუ აფათურებენ ხელებს, ყველაფერს ვგებულობ ისევ თქვენგან”

გოგა ონიანი - ”მოვუწოდებ პროკურატურას, აცადონ მოსამართლეს მუშაობა, ნუ აფათურებენ ხელებს, ყველაფერს ვგებულობ ისევ თქვენგან”მომავალ კვირას, სავარაუდოდ, გოგა ონიანს მოსამართლე განაჩენს გამოუტანს.

ამასთან დაკავშირებით გოგა ონიანმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”ბევრი რამ არის ჩემ საქმეში ისეთი, რაც ჯერ მხოლოდ მოსამართლემ, პროკურორმა, მე და სახალხო დამცველმა ვიცით, მოვუწოდებ პროკურატურას აცადონ მოსამართლეს მუშაობა, ნუ აფათურებენ ხელებს, ყველაფერს ვგებულობ და ვგებულობ ისევ თქვენგან, ასე რომ შეეგუეთ რეალობას და ნუ დაამატებთ დანაშაულს ახალ დანაშაულებს!!!”