იან კელი – ”აშშ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა”

იან კელი - ”აშშ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა”ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან მიმართებით შეკითხვები აქვს. ამის შესახებ იან კელიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

აშშ-ს ელჩმა დღეს უარყო ინფორმაცია, რომ 22 ნოემბრის სპეცოპერაციაში ამერიკული მხარე მონაწილეობდა. ელჩი განმარტავს, რომ FBI-ს ექსპერტები გამოძიების პროცესში მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ ჩაერთნენ და ქართველ სამართალდამცველებს ტექნიკურ დახმარებას ამ დრომდე უწევენ. ამერიკის ელჩისთვის ასევე უცნობია იყო თუ არა ამერიკის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ან იმყოფებოდა თუ არა ის საერთოდ საქართველოში.

დიპლომატის თქმით, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

ნიუპოსტი