„პრეზიდენტს თავი უნდა შეეკავებინა და გამოძიების დასრულებას დალოდებოდა“

„პრეზიდენტს თავი უნდა შეეკავებინა და გამოძიების დასრულებას დალოდებოდა“– ბუნებრივია, როცა დეტალები არ ვიცით და ვიცით ის, რაც მოხდა ბუნებრივია, რომ ყველას საკუთარი აზრები და კითხვები გაუჩნდებოდა, მაგრამ ამის ხმამაღლა გამოფენის დრო არ არის, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, გაუგებარია პრეზიდენტის შეფასებაც, ქანთარი აფიქრობს,რომ უპრიანი იქნებოდა, თუ პრეზიდნეტი გამოძიებსი დასრულებას დაელოდებოდა.
– ვერ გეტყვით მიამიტობაში რას გულისხმობს პრეზიდნეტი. ძნელი სათქმელია მიამიტობა რაში გამოიკვეთება, რომ სპეცრაზმელი დაიღუპა, ის რომ მოსახლეობის უსაფრთხობა დაცული იყო , ის რომ ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფი და რომ დანაშაულებრივი ჯგუფი იყო ეს სახეზეა.
დეტალები არ ვიცით და ალბათ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და დასკვნები მერე უნდა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, პრეზიდენტსაც მოგვიანებით რომ გაეკეთებინა დასკვნები უკეთესი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდებოდა უფრო მეტი დეტალი.
მან რა იგულისხმა ამაზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს , პრეზიდენტთან უნდა დაკონკრეტდეს რა იგულისხმა მან მიამიტობაში. ეს თვითონ უნდა განმარტოს და ალბათ განმარტავს თუ დაუსვამენ ამ კითხვას არ მოერიდება, – აცხადებს ქანთარია.
მისი თქმით, დასკვნების გამოტანა ამ ეტაპზე არ არის სწორი,რადგან რაც უფრო მეტი ვარაუდი იქნებას გამოთქმული მეტად საზიანო იქნება.
– ეს არ არის რიგითი აყალმაყალის დონეზე შექმნილი ბანდიტური მოძრაობა. მოგეხსენებათ,რომ ეს ტერორისტულ დაჯგუფებებს უკავშირდება და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევიკავოთ თავი დეტალების გამოცნობისგან. მთავარი რაც მოხდა არის ის რომ აღკვეთილი იქნა დიდი დანაშაული და ბოროტება რომელსაც ამდენი იარაღის პატრონი ჯგუფი აპირებდა ჩაედინა, როგორ მოხვდა და რა მოხდა ამაზე საუბრისგანა თავი შევიკავოთ ამ ეტაპზე, – აცხადებს ქანთარია ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.