ტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაში უცნობმა 27 ადამიანი მოკლა

ტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაში უცნობმა 27 ადამიანი მოკლატეხასში შეიარაღებულმა პირმა ბაპტისტურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შემთხვევა საზერლენდ სპრინგსში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ადგილობრივი დროით 10.30 საათზე შეიარაღებული კაცი ეკლესიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა.

როგორც ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, First Baptist Church of Sutherland Springs ეკლესიაში მყოფმა ოცზე მეტმა ადამიანმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან  ჭრილობები მიიღო. მათ შორის 2 წლის ბავშვიცაა.

ბოლო ინფორმაციით, 27 ადამიანი დაიღუპა.