შეთანხმება უამრავ სიცოცხლეს იხსნის – ტრამპი პუტინთან სირიის შესახებ შეთანხმებას აფასებს

შეთანხმება უამრავ სიცოცხლეს იხსნის - ტრამპი პუტინთან სირიის შესახებ შეთანხმებას აფასებსაშშ-ს პრეიზდენტმა დონალდ ტრამპმა, “როიტერსთან” საუბრისას. ირიის შესახებ პუტინთან მიღწეული შეთანხმება შეაფასა.

“აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება სირიასთან დაკავშირებით, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის,”- აცხადებს ტრამპი.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერთან“ორჯერ თუ სამჯერ მოკლე საუბარი ჰქონდა”, რომლის დროსაც ზემოთ აღნიშულ დოკუმენტზე თანხმობა შედგა.

პუტინის განცხადებით კი, სამიტზე დონალდ ტრამპს პროტოკოლური სირთულეების გამო ვერ შეხვდა.
„რაც შეეხება დონალდ ტრამპთან ცალკე შეხვედრას, ის რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა დონალდ ტრამპისა და ჩემს განრიგს უკაშირდება. ასევე ეს დაკავშირებული იყო რიგ პროტოკოლურ ფორმალობებთან, რომლის მიღწევა ჩვენმა გუნდებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, მიუხედავად ამისა, „არაფერი საგანგაშო არ მომხდარა“.
„დღევანდელი სხდომის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ იმ საკითხებს, რაც გვსურდა“, – დასძინა პუტინმა.