მეჭიაური – ”თიანეთის ბიუჯეტის ხარჯების 70% გადარიცხულია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”

მეჭიაური - ”თიანეთის ბიუჯეტის ხარჯების 70% გადარიცხულია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

მეჭიაურის თქმით სოციალური პროგრამებზე დასახარჯი ფინანსები მთლიანად ამოწურულია.

მეტიც, მერის ინფორმაციით, წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად ათვისებულია, რომლის 70% დახარჯულია “უაზროდ და გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ კერძო ობიექტზე”.

– აქ ძირითადად რაც ვნახე და პრობლემის წინაშე დავდექით, იყო ის, რომ სოციალური დახმარებებისთვის გვაკითხავს ხალხი და გამოყოფილი სახსრები მთლიანად არის ათვისებული. მეოთხე კვარტალიც მათ შორის. ასევე, გარე განათებისთვის გამოყოფილი სახსრები არის აბსოლუტურად ათვისებული და დღეს უკვე ფაქტიურად გვიწევდა გამორთვა მთელს ტერიტორიაზე რაიონის…

სამწუხაროა, რომ მთლიანად ეს გახარჯულია ჩვენი წინამორბედების მიერ და ძალიან ბევრ შემთხვევაში უაზროდ. უფრო სწორედ აზრიანადაც. იმიტომ რომ წარმომადგენლობითი ხარჯების 70% თითქმის გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე,-აცხადებს თამაზ მეჭიაური.

„ქართლი ოცნების“ მერობის ყოფილი კანდიდატი ლელა ქიტესაშვილიც ადასტურებ, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები, მთლიანად გახარჯულია.

ნიუპოსტი