ლევან დადუნაშვილი ჩვენი ტაძრის მრევლი იყო – ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოს ტაძარი განცხადებას ავრცელებს

ლევან დადუნაშვილი ჩვენი ტაძრის მრევლი იყო - ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოს ტაძარი განცხადებას ავრცელებსხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი იყო. მომხდართან დაკავშირებით წმ. ნინოს ტაძარი განცხადებას ავრცელებს:

“გუშინ ქუჩური გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილი ჩვენი ტაძრის მრევლია. მოწესრიგებული, ზრდილობიანი, თავმდაბალი და კეთილი ადამიანი.

ღმერთმა დაუმკვიდროს ნათელი და ღმერთმა აცხოვნოს სული მისი, ოჯახს ვუსამძიმრებთ და გაძლიერებას ვუსურვებთ. ვწუხვართ და ძალიან გვტკივა გული. გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული მონა ღვთისა ლევანის სული”.

ნიუპოსტი