ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა

ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდამდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

აქტივისტებმა სამხედროებს ქვები დაუშინეს, მათ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ახლო აღმოსავლეთში არეულობის ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.