მესუტ ოზილს ბარსელონაში გადასვლა სურს

მესუტ ოზილს ბარსელონაში გადასვლა სურსლონდონის არსენალის გერმანელ ნახევარმცველს მესუტ ოზილს ბარსელონაში გადასვლა სურს და ეს ტრანსფერი შესაძლოა უკვე იანვარში განხორციელდეს. ოზილს არსენალთან კონტრაქტი ზაფზულში ეწურება, ამიტომ სავარაუდოდ არსენალი მას ზამთარში გაყიდის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოზილი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას ითხოვს და ამის გამო ბარსელონამ შესაძლოა მის ყიდვაზე უარი თქვას. აღსანიშნავია ისიც რომ ოზილი წლების მანძილზე მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო და არსენალში ის 2013 წლიდან ასპარეზობს.