საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა“რუსთავი 2 პარლამენტის წინააღმდეგ”- საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. პლენუმმა ტელეკომპანია რუსთავი “-ის სარჩელზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გადაწყვეტილებას სამი განსხვავებული აზრი დაერთო: გიორგი კვერენჩხილაძის, ირინა იმერლიშვილისა და მაია კოპალეიშვილს.

რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს საქართველო სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.

9 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურმა რუსთავი 2-ის საქმის დასაშვებობის განხილვა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დასაშვებობის განხილვა 2017 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. საქმეში ოთხი მომჩივანია: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეკომპანია საქართველო“; ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი.

სტრასბურის სასამართლო თავის წერილში საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამს თითოეულ მომჩივანთან მიმართებით.

„საქართველოს მთავრობამ მოცემულ კითხვებს 2018 წლის 29 მარტისთვის უნდა უპასუხოს. მთავრობის პასუხები და არგუმენტები მომჩივნებს გადაეგზავნებათ და, სასამართლოს რეგლამენტის 28-ე მუხლის შესაბამისად, კონტრარგუმენტების წარსადგენად სექციის თავმჯდომარის მიერ რამდენიმეკვირიანი ვადა განესაზღვრებათ. ამის შემდეგ ევროპული სასამართლო იმსჯელებს საჩივრის დასაშვებობაზე თითოეული მომჩივნის ნაწილში და გადაწყვეტს, რომელ გარემოებებსა და რომელ კონკრეტულ მომჩივანთან უნდა გააგრძელოს საქმის არსებითი განხილვა”,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2″ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, „რუსთავი 2″-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, 7 მარტს კი – განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. “რუსთავი 2”-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანია ნაციონალების ხელისუფლებამ ძალით დაათმობინა. სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.

იმედინიუსი