“შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა”- ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

"შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა"- ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, სამი დღის განმავლობაში ზუგდიდის მასშტაბით უკვე 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 19 დეკემბერსს დაიწყო.