“ხადური  კვირიკაშვილის გადადგომას ხელს არ მოაწერს” – “სიტროენ ჯორჯია”ქართულ ბაზარს ტოვებს

"ხადური  კვირიკაშვილის გადადგომას ხელს არ მოაწერს" - "სიტროენ ჯორჯია"ქართულ ბაზარს ტოვებს“სიტროენ ჯორჯიას” საქმის მასალებს კომპანიის დირექტორი, გიორგი შარაშიძე დღეს პრემიერის აპარატში მიიტანს. ფრანგული ავტომწარმოებელი კი ქართულ ბაზარს ტოვებს. კომპანიამ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბაზარი არასტაბილური და კორუფციული აღმოჩნდა.
“ჰიუნდაიმ მოიგო იგივე ტენდერი, მას საერთოდ არ ჰქონდა აისო სერთიფიკატი, ჰქონდა სხვა ტიპის სერთიფიკატი და ერთ ერთი სერთიფიკატი მათაც ჰქონდა ვადაგასული, თუმცა შემსყიდველმა ორგანიზაციამ თვალები დახუჭა ამ ფაქტის მიმართ და სწორედ ამას ვდაობთ ჩვენ, რომ იყო პრეფერენცია. პრემიერ მინისტრის განცხადების მერე, რომელიც ალბათ გარკვეულწილად, წინასწარ განაცხადა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ობიექტურ დასკვნას დადებს. არა მგონია ხადურმა მოაწეროს ხელი პრემიერ მინისტრის გადადგომას” განაცხადა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.
გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ოჯახის ადვოკატებმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც უპასუხეს. ადვოკატ ირაკლი კორძახიას განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურები კომპანიის მისამართით დისკრიმინაციულ მიდგომას იჩენდნენ.