მარტოობა ჯანმრთელობისთვის ისეთივე მავნებელია, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტი

მეცნიერები აცხადებენ, რომ მარტოობა ჯანმრთელობას ისევე ვნებს, როგორც სიმსუქნე და მოწევა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იზოლაცია ჯანმრთელობაზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტი. მარტოობის გამო იზრდება ადრეულ ასაკში გარდაცვალების რისკი.

„სოციალური იზოლაცია დამანგრეველ დარტყმას აყენებს ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობას და ამასთან, სამჯერ იზრდება ადრეულ ასაკში გარდაცვალების საფრთხე“, – განმარტავს პროფესორი, ჯეინ კამინგსი.
ექსპერტები ადამიანებს ურჩევენ, რომ ნათესავებს, მეგობრებსა და მეზობლებს ყურადღება არ მოაკლონ, იზრუნონ მათზე. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ერთი შეხედვით ძალიან მარტივი მეგობრული ქმედება ბევრ ადამიანს სერიოზული დაავადებისგან დაიცავს და დაღუპვისგან იხსნის.

ქირურგია.გე

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018