ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს

ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვესახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მაშველებმა 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას მაშინ შეატყობინა, როდესაც ახლობლებთან ძებნის შემდეგ კვალს ვერ მიაკვლია. მეზობლებმა ძებნიაური ბოლოს სარწყავი არხის ტერიტორიაზე შეამჩნიეს.

მამუკა ძებნიაურს ოთხი დღის განმავლობაში მაშველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები და პოლიცია ეძებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პირველი არხი