ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვაბათუმში გაჩერებულ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტს მანქანის მეპატრონემ განუცხადა, ცეცხლის გაჩენა მანქანის ტექნიკურ გაუმართაობას არ უკავშირდება.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.