ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრეში გავიდა

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრეში გავიდაქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუბენ ბემელმანსი სამ სეტში დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრეში გავიდა. ბასილაშვილმა საკმაოდ იოლად მოიპოვა გამარჯვება და ბემელმანსმა მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 49-ე პოზიციას იკავებს. თუ ნიკამ თავისი მეტოქე დაამარცხა, ის თავის კარიერაში პირველად გავა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში, რაც მისთვის უდიდესი წარმატება იქნება.

ედმუნდთან შეხვედრა 19 იანვარს, დილის 4 საათზე დაიწყება.