გია ხუხაშვილი – „თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მურუსიძეც გვერდით მიუსვან!“

გია ხუხაშვილი -  „თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მურუსიძეც გვერდით მიუსვან!“პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი გახდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ცუდ დღეში აღმოჩნდება.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედი ხელისუფლებისთვის „დიდი თავის ტკივილია“.

– საქართველოში გამოტანილი განაჩენის ფონზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლებელი ხდება, მაგრამ თუ პოლიტიკურ განზომილებაში განვიხილავთ, ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებისთვის სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ძალიან დიდი თავის ტკივილია, – ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი დამნაშავეა, ლოგიკურად, მის გვერდით „თანამონაწილე ლევან მურიუსიძეც უნდა იჯდეს”.

– მოსამართლის გადაწყვეტილებაზე სამართლებრივ ანალიზს ვერ დავიწყებ, თუმცა კითხვები მიჩნდება. ამ დანაშაულს თავისი თანამონაწილეები, მათ შორის, მურუსიძეც ჰყავდა – ვიცით, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენთან მას პირდაპირი შეხება ჰქონდა, ვგულისხმობ სასჯელის შემცირებას, რამაც სააკაშვილს მათი შწყალების საფუძველი მისცა. მაინტერესებს, თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მურუსიძეს გვერდით რატომ არ უსვამენ? თუ საქმეში წინასაწარი დათქმა იყო, მაშინ მურისიძე თანამონაწილეა. უკვე აბსურდამდე მიდის ის ფაქტი, რომ ლევან მურუსიძეს, დანაშაულის თანამონაწილეს გამოაქვს განაჩენი მეორე დამნაშავისთვის, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.