ვარკეთილში ბმვ “ყაზტრანსგაზის” მანქანას დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ვარკეთილში ბმვ "ყაზტრანსგაზის" მანქანას დაეჯახა - 3 ადამიანი დაშავდავარკეთილში მომხდარი ავარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც “პირველის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ვარკეთილის დასახლებაში მაღალი სიჩქარით მოძრავი “ბმვ”-ს მარკის ავტომობილი “ყაზტრანსგაზის”მანქანას დაეჯახა.

ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

“პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.