რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას აიძულებენ

რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას აიძულებენრადიო თავისუფლებისცენტრალურ ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ახდენს და მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს, – წერს 1tv ორგანიზაციაBBG Watch-ზე დაყრდნობით.

აღნიშნული ორგანიზაცია აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს. BBG Watch-ის ინფორმციით, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში „რადიო თავისუფლება“ საქართველოში ნდობას დაკარგავს.

„რუსთავი 2“ მრავალი ქართველის მიერ აღიქმება, როგორც ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალება“, – ნათქვამია BBG Watch-ის ინფორმაციაში.

როგორც BBG Watch წერს,  ქართული ბიუროს რუსთავი 2-თან და სხვა ლოკალურ ქართულ არხთან თანამშრომლობის მცდელობის უკან „რადიო თავისუფლების“ ვიცეპრეზიდენტი და პროგრამირების მთავარი რედაქტორი ნენად პეჟიკი დგას.

BBG Watch-ის ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს თანამშრომლები თავიანთი ოფისის დირექტორს დავით კაკაბაძეს უჭერენ მხარს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული ბიუროს ჟურნალისტებმა მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს ანუ BBG Watch-ის დირექტორს ჯონ ლენსინგსა და მის მოადგილეს ჯეფ ტრიმბლს წერილი მისწერეს, სადაც ჩივიან, რომ უკვე ერთ წელზე მეტი „რადიო თავისუფლების“ მენეჯმენეტის მხრიდან ზეწოლასა და უსამართლო მოპყრობას განიცდიან.

ჟურნალისტების თქმით, ღია და კოლეგიალური დისკუსიების ნაცვლად, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიურო სისტემატურად ხდება საქართველოში გარკვეული „მედია ექსპერტების“ არაგამჭვირვალე კრიტიკის სამინზე.

BBG Watch-ი აღნიშნავს, რომ მართვის ამგვარი სტილი უფრო დამახასიათებელია ყოფილი იუგოსლავიისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სახელმწიფო მედიასაშუალებებისთვის და არა ამერიკელების მიერ დაფინანსებული „რადიო თავისუფლებისთვის“.

BBG Watch-ი წერს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ „რადიო თავისუფლების“ მენეჯმენტი უკმაყოფილოა იმით, რომ ქართული ბიურო „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას ეწინააღმდეგება.

იმედინიუსი