საჩხერეში, პიროტექნიკის ხელში აფეთქების გამო, არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა. დაშავებული თავდაპირველად საჩხერის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
საახალწლო დღეებში ქუთაისის რეგიონალურ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ექვს მათგანს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.