საჩხერეში ბავშვმა ხელის მტევანი დაკარგა

საჩხერეში ბავშვმა ხელის მტევანი დაკარგასაჩხერეში, პიროტექნიკის ხელში აფეთქების გამო, არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა. დაშავებული თავდაპირველად საჩხერის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

საახალწლო დღეებში ქუთაისის რეგიონალურ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ექვს მათგანს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.