გიორგი სანაიას 43 წელი შეუსრულდებოდა

გიორგი სანაიას 43 წელი შეუსრულდებოდადღეს გიორგი სანაია 43 წლის გახდებოდა. ცნობილი ტელეწამყვანი 2001 წლის ივლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

გიორგი სანაიას ოჯახი დღეს პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

გასულ კვირას, პატიმარმა კოტე ციხისთავმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, გიორგი სანაია ხელისუფლების დავალებით, ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა, შოთა ჭიჭიაშვილმა, მოკლა.