ნუკრი ქანთარია – “მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში”

– მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში და აქ ველოდები მას, რადგან სამართალი ამ მხრივ უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, მიმართავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პოლონეთს სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი პოლონეთში „იმოძრავებს“, საქართველოს ხელისუფლება გააგზავნის ექსტრადიციის მოთხოვნას.
– მიხეილ სააკაშვილს დღეს ძალიან კარგი გამოსავალი მოუძებნეს, კარგი საჩუქარი გაუკეთეს პოლონეთში გამგზავრებით, იქ გაძევებით, რადგან მისი რეიტინგი არ იზრდებოდა, პირიქით, მიდიოდა უკან. ასე რომ, მას ახლა სალაპარაკო ექნება და იქიდან პოლიტიკურ სარბიელს გაიგრძელებს მცირეოდენი ხნით. მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში და ველოდები მას, იმიტომ, რომ სამართალი ამ მხრივ უნდა აღსრულდეს…
თუ სააკაშვილი პოლონეთში დაიდებს საბოლოოდ ბინას და იმოძრავებს იქ, მოხდება იქაც მოთხოვნის გაგზავნა. იცით, რომ მას აქვს მისჯილი, ის არ არის ეჭვმიტანილი, სასამართლო შემდგარია, ვერდიქტი უკვე გამოტანილია და ბუნებრივია, მას ელოდებიან აქ.
ჩვენ ვერ გავაგზავნით ნიღბიანებს, რომ მოიტაცონ იქიდან და წამოიყვანონ. საზღვარზე ამის გაკეთება ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი და ვერც მოხდება, მაგრამ ის, რომ ჩვენ არ აგვიღია ხელი და არ გვითქვამს, რომ იცით რა, მოდით როგორმე შეიფარეთ, შეინახეთ იმიტომ, რომ აქ არ გვაწყობს, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. არავის აქ არ ეშინია მისი, პირიქით მისი გამოჩენა ძალიან დიდ მობილიზაციას ახდენს ჩვენს ელექტორატში, – განაცხადა დეპუტატმა.

ინტერპრესნიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018