შსს: გუგეშაშვილს და მის შვილს თავს მათი ნაცნობი დაესხა

შსს: გუგეშაშვილს და მის შვილს თავს მათი ნაცნობი დაესხაგამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს ცოტა ხნის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლშიდაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილს კი, რომელიც გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).